ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის ელექტრონულ პროგრამაში ბავშვთა რეგისტრაცია განხორციელდება ორ ეტაპად:
რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება მიმდინარე წლის ივნისიდან, რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება 20 კალენდარული დღით .
პირველი რეგისტრაცია განისაზღვრება პრიორიტეტული ჯგუფებისთვის: 1) სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები; 2) სპეც.საჭიროების მქონე ბავშვები; 3) ერთი ოჯახის დედმამიშვილები; 4) ბაღის პერსონალის შვილები; 5) ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვები; 6) სასკოლო ასაკის ბავშვები. რეგისტრაციის მეორე ეტაპი განხორციელდება აგვისტოს თვის დასაწყისში რეგისტრაციის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ. აქტივაციის ეტაპზე საბუთების მიღება განხორცილდება სკოლამდელი ცენტრის ადმინისტრაციაში.
აუცილებელ დოკუმენტაციათა ჩამონათვალი, რომელიც მშობელმა უნდა წარმოადგინოს::
1) მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის განცხადება;
2) აღსაზრდელის დაბადების მოწმობის ასლი;
3) ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
4) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობების მოწმობების ასლები;
5) ბავშვის 2 ფოტო სურათი 3/4 ზე;
6) ბავშვის და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი;
7) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტის/და წესებულების შესაბამისი დასკვნა/რეკომენდაცია ასეთის არსებობის შემთხვევაში
8) მშობლის კანონიერი წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაცია ტელეფონი/ელექტრონული ფოსტა;
ელექტრონული წესით ჩარიცხული აღსაზრდელის მშობელს, დაუკავშირდებიან საბავშვო ბაღიდან.
ვიდეო ინსტრუქციის ჩამოტვირთვა
აქედან შეგიძლიათ ჩავმოტვირთოთ ბავშვის ბაღში რეგისტრაციის ვიდეო მაგალითი
გთხოვთ განაცხადი შეავსოთ ქართული შრიფტით.
|